• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლაში მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

   თერჯოლის  მუნიციპალიტეტის   მერმა,  მანუჩარ რობაქიძემ  ა(ა)იპ  თერჯოლის  მოსწავლე-ახალგაზრდობის  მუნიციპალურ  ცენტრში  მიმდინარე  სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.  მანუჩარ  რობაქიძე  სამუშაო   პროცესს ადგილზე  გაეცნო. 

    საგანმანათლებლო დაწესებულების  შენობის პირველი სართულზე  განთავსებული ოთახების რეაბილიტაცია  ნაწილობრივ დასრულებულია,   სარემონტო პროცესი   აქტიურად მიმდინარეობს მეორე სართულზე.

     თერჯოლაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული  პროექტი  რგფ-იდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება,  კეთილმოწყობის სამუშოებს კი  შპს   ,,იდეამშენი,,  აწარმოებს.

     პროექტის   ფარგლებში  სრულად მოეწყობა   მუნიციპალური   ცენტრის  შიდა სივრცე , კეთილმოეწყობა სცენა,  მოხდება ახალი ,თანამედროვე ტიპის განათების, კონდიცირების და სველი   წერტილების  დამონტაჟება.   ასევე  სრულად  შეიცვლება  ინვენტარი,  დარბაზში  განთავსდება   ახალი  სავარძლები.    

  

   განახლებული  და  რეაბილიტირებული მუნიციპალური ცენტრი , პროექტის  ვადების  მიხედვით , აპრილის  თვეში  უნდა  გაიხსნას.  ამის შემდეგ  კი   მრავალპროფილური  საგანმანათლებლო  დაწესებულება,  სადაც   600 მდე  ახალგაზრდა  სწავლობს,  თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ  შენობაში  გააგრძლებს  ფუნქციონირებას.

 

  შეხვედრას   თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი -ელისო მურადაშვილი,   მერის მოადგილე -ზვიად ბაზაძე ,მერის  წარმომადგენელი  თერჯოლაში -კოტე ძოწენიძე  და  ადგილობრივი  ხელისუფლების  სხვა  წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

#