✅თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, მინი-ფეხბურთში მუნიციპალიტეტის პირველობისთვის ფინალური მატჩი გაიმართა.
⚽⚽საფეხბურთო მატჩში, ლაშა გოგიაშვილის სახელობისაა, რომელშიც ადმინისტრაციული ერთეულებიდან 15 სამოყვარულო გუნდი მონაწილეობდა.
👤👥ფინალურ მატჩს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილე, მირზა ქოჩიაშვილი, საკრებულო თავმჯდომარე, გიორგი ბარათაშვილი , საგამნამანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ქეთევან შეყრილაძე და გულშემატკივრები ესწრებოდნენ.
🥇🥇ხელმძღვანელმა პირებმა საპრიზო ადგილზე გასული მოყვარულთა გუნდები მედლებითა და ფულადი პრიზებით დააჯილდოვეს.
🏆🏆საფეხბურთო მატჩის ფარგლებში, ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს ალისუბნისა და ნახშირღელის გუნდები შეხვდნენ, სადაც გამარჯვება ალისუბნის სამოყვარულო გუნდმა მოიპოვა.
🥇🥈დღესვე ფინალური მატჩი გაიმართა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში. მუნიციპალურ ტურნირში გოგონათა სამოყვარულო გუნდებს შორის გამარჯვება ჩხარის #2 საჯარო სკოლამ, ხოლო ვაჟთა გუნდებს შორის თერჯოლის #1 საჯარო სკოლამ მოიპოვა.
✅ახალგაზრდული პროექტი, მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის მასშტაბით ფეხბურთის პოპულარიზაციას, გუნდებს შორის მეგობრობასა და სპორტულ თანამშრომლობას, ასევე მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას .