• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლაში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები

✅თერჯოლის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე იმყოფებოდნენ.

👤👥სტუმრები თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებელს მანუჩარ რობაქიძესა და საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ბარათაშვილს, შეხვდნენ.

🔷სამუშაო ფორმატში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილზე დაათვალიერეს , ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და სიახლეებზე ისაუბრეს.

🗣️🗣️ილია ბეგიაშვილის თქმით, წელს ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 6 ათასი პროექტი მიმდინარეობდა. ფონდების მიერ დაფინანსებული პროექტების წილმა იმერეთის მხარეში 155 მილიონ ლარამდე შეადგინა, რაშიც შედის რეგიონული განვითარების ფონდი, მთის განვითარების ფონდი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები სკოლებში, სტიქიების ლიკვიდაცია, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები.

🔷თერჯოლის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი პრიორიტეტი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაა, ამ მიმართულებით სოფელ ზედა საზანოში 100-მდე აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი აშენდა. შენობა აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, რაც აუცილებელია ბავშვთა უსაფრთხოებისთვის.

🔷პროექტის ფარგლებში, მოეწყო ადმინისტრაციის, ბავშვთა სათამაშო, საძინებელი და სასადილო ოთახები, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა და სველი წერტილები, ასევე აღიჭურვა თანამედროვე ინვენტარით. გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყო საბავშვო ბაღის ეზო, სადაც განთავსებულია გასართობი ატრაქციონების კუთხე. შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის.

🔷თერჯოლის მუნიციპალიტეტში ბოლო წლების განმავლობაში 6 საბავშვო ბაღი აშენდა, ხოლო ამ ეტაპზე ქალაქ თერჯოლის მე-3 საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

🔷ობიექტებს შორის იყო, სოფელ ახალთერჯოლაში სასმელი წყლის ქსელის მოწყობის პროექტი,რომლის ფარგლებში, წყლის ცენტრალური რეზერვუარი, დამცლელი და მიმწოდებელი მაგისტრალები, საქლორატორო, სატუმბი სადგური და ინდივიდუალური მრიცხველები მოეწყობა. პროექტის დასრულების შემდეგ, სასმელი წყლით 630 ოჯახი ისარგებლებს.

🔷სოფელ ახალთერჯოლაში სასმელი წყლის ცენტრალური ქსელის მოწყობის სამუშაოებს რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ხორციელდება.

✅სამუშაო შეხვედრას ახალთერჯოლა-სიქთარვის მაჟორიტარი დეპუტატი, ჯემალ ისაკაძე, საკრებულოს წევრი, ბიძინა ბუცხრიკიძე, ზედა საზანოსა და თუზის მაჟორიტარი დეპუტატი, დავით გოგბერაშვილი, ასევე საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი, ზვიად გვადიბაძე ესწრებოდნენ.

#