თერჯოლაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო
თერჯოლაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო
მშენებლობის ადგილას, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, მინისტრის მოადგილეებმა , იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ და საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ მასიმბოლური კაფსულა ჩადეს.
თერჯოლაში იუსტიციის სახლის მშენებლობა არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანის პროექტით განხორციელდება და ფილიალის საერთო ფართი 818 კვადრატული მეტრი იქნება, რომელიც ქალაქ თერჯოლაში რუსთაველის ქ. №116-ში განთავსდება.
იუსტიციის სახლის მშენებლობის დასრულების შემდეგ, მოქალაქეები სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისებს უფრო კომფორტულ გარემოში მიიღებენ.
სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს ,,სამშენებლო კომპანია #1" ახორციელებს, რომლის ღირებულება 5 195 000 ლარია.