თერჯოლაში იუსტიციის სახლი გაიხსნა
თერჯოლაში იუსტიციის სახლი გაიხსნა.
იუსტიციის სახლის 123-ე ფილიალი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა - ირაკლი კობახიძემ , იუსტიციის მინისტრმა -რატი ბრეგაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გახსნეს. თერჯოლის იუსტიციის სახლის გახსნის ცერემონიას მუნიციპალიტეტის მერი - მანუჩარ რობაქიძე , ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
თერჯოლის იუსტიციის სახლი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაფინანსებით
აშენდა, მოქალაქეები აქ 500-მდე სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისს, კომფორტულ გარემოში მიიღებენ. ადგილზე განთავსებულია ქორწინების სახლი, სადაც ნებისმიერ წყვილს საშუალება ექნება, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმონ. ფილიალი სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის.
ახალ იუსტიციის სახლში 15-მდე ადგილობრივი პირია დასაქმებული. ფილიალში განთავსებულია იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების ოფისებიც.
იუსტიციის სახლის ფილიალის საერთო ფართი 818 კვადრატული მეტრია, რომელიც ქალაქ თერჯოლაში რუსთაველის ქუჩის №116-ში მდებარეობს. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, შპს ,,სამშენებლო კომპანია #1" განახორციელა, მისი ღირებულება კი 5 195 000 ლარია.