• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლაში იუნკერთა ხსოვნის დღე აღნიშნეს

 23 თებერვალს , იუნკერთა  ხსოვნის  დღე აღინიშნა  თერჯოლაში.


      მუნიციპალიტეტის მერმა -მანუჩარ რობაქიძემ , საკრებულოს თამჯდომარესთან, გიორგი  ბარათაშვილთან ერთად  გვირგვინით   შეამკო  გმირთა  დიდების მემორიალი და პატივი მიაგო  იუნკერთა  ხსოვნას.


   სასულიერო პირებმა ,ქართველ იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს.

   გაჟღერდა საქართველოს სახელმწიფო  ჰიმნი.


  იუნკერთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით,  ღონისძიების მონაწილეებმა  ეროვნულ  თემატიკაზე შექმნილი რამდენიმე კომპოზიცია წარმოადგინეს.

ღონისძიებას  ადგილობრივი  ხელისუფლების  წარმომადგენლები ,  ა(ა) იპები ,    სკოლის მოსწავლეები  და  მოსახლეობა ესწრებოდა.

      

1921 წელს , თბილისის სამხედრო სკოლის იუნკრებმა , საბჭოთა  რუსეთის წითელი არმიის     წინაააღმდეგ   კოჯორ-ტაბახმელასთან  თავი მამაცურად გაწირეს. 

   

 აღნიშნული  ტრაგედიიდან   დღემდე  103  წელი გავიდა

#