• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლაში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნა

23 თებერვალს ,თერჯოლაში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნა .
მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ , საკრებულოს თამჯდომარე გიორგი ბარათაშვილთან ერთად, გვირგვინით შეამკო გმირთა დიდების მემორიალი და პატივი მიაგო იუნკერთა ხსოვნას.
თერჯოლისა და ტყიბულის ეპარქიის მიტროპოლიტმა გიორგიმ ,სასულიერო პირებთან ერთად ,ქართველ იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა.
გაჟღერდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
იუნკერთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა გორში არსებული სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა ბატალიონის ათეული.
ღონისძიების მონაწილე მოსწავლეებმა კი ეროვნულ თემატიკაზე შექმნილი რამდენიმე ნომერი წარმოადგინეს.
იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების,ა(ა)იპების,წარმომადგენლები ,საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები , სკოლების მოსწავლეები ესწრებოდნენ
.
1921 წელს , თბილისის სამხედრო სკოლის იუნკრებმა საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინაააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან თავი მამაცურად გაწირეს.
აღნიშნული ტრაგედიიდან დღემდე 104 წელი გავიდა.
#