• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლაში გრიგოლ რობაქიძის ბიუსტი გაიხსნა

ქალაქ თერჯოლაში ცნობილი ქართველი მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის გრიგოლ რობაქიძის ბიუსტი გაიხსნა.

გრიგოლ რობაქიძის ბიუსტი განახლებული რეგიონების ფარგლებში, ახალრეაბილიტირებულ სკვერში განთავსდა.

ბიუსტის გახსნას მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, მანუჩარ რობაქიძე, ქალაქ თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი, ელისო მურადაშვილი, მერის მოადგილე, მირზა ქოჩიაშვილი, გრიგოლ რობაქიძის საზოგადოების თავმჯდომარე, იამზე არველაძე, საკრებულოს წევრები და სხვა მოწვეულ სტუმრები დაესწრნენ.

ღონისძიებების ფარგლებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეებისა და ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლის მონაწილეობით ლიტერატურული პერფორმანსი გაიმართა.

დასასრულს, მერის მოვალეობის შემსრულებელმა მანუჩარ რობაქიძემ მადლობა გადაუხადა მოქანდაკესა და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც საკუთარი წვლილი შეიტანა იდეის განხორციელებაში.

ღონისძიება განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

#