• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლაში გმირების დედებს და მეუღლეებს გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცეს

თერჯოლაში,ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების დედებს და მეუღლეებს , გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცეს.
მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, აფხაზეთის და აგვისტოს ომში დაღუპული გმირების დედებს და მეუღლეებს პირადად ესტუმრა, ქალთა დღესასწაულები მიულოცა და წარმატებები უსურვა.
შეხვედრას, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ ისაკაძე, მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი დიანა ფოცხვერაშვილი, ადმინისტრაციულ ერთეულებში მაჟორიტარი დეპუტატები , სოფლებში მერის წარმომადგენელები და შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები ესწრებოდნენ.
#