• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლაში ფეინთბოლის ტურნირი მოეწყო

საქართველოს ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის ინიციატივითა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ფეინთბოლში ჩემპიონატი გაიმართა, რომელიც ქ.თერჯოლაში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მინი-სტადიონზე ჩატარდა.
ფეინთბოლი გუნდური ექსტრემალური სპორტის სახეობაა, რომელიც საბრძოლო მოქმედებების იმიტაციურ თამაშს წარმოადგენს. მისი მიზანი ახალგაზრდებში მასობრივი სპორტის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ემსახურება.
ფეინთბოლის ჩემპიონატში მუნიციპალიტეტიდან 40 მონაწილე ჩაერთო.საუკეთესო ტაქტიკური უნარ-ჩვევების გამოვლენის შედეგად პირველ ადგილზე გუნდი „ლეგიონის არტილერია"გავიდა , მეორე ადგილი ,, არწივებს ,, ერგოთ წილად,ხოლო მესამე ადგილზე გუნდი ,,ვორიორი,,გავიდა .ჩემპიონებსა და პრიზიორებს ფედერაციისაგან საჩუქრად თასები გადაეცათ.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი -მანუჩარ რობაქიძე ,საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილი,მერიის განათლების ,კულტურის ,სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი მაკა ასათიანი დაესწრო.
#