• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლაში, დედის დღე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების დედებს მიულოცეს

თერჯოლის მერმა,აფხაზეთის და აგვისტოს ომში დაღუპული გმირების დედებს , 3 მარტის დღესასწაული ,დედის დღე მიულოცა , მანუჩარ რობაქიძე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების დედების საპატივსაცემოდ გამართულ აქტივობაზე საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ბარათაშვილთან ერთად იმყოფებოდა. აღნიშნული აქტივობის ფარგლებში,ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები პირადად ესტუმრნენ თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გმირების დედებს და მეუღლეებს .

შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერიის მოადგილეები -ზვიად ბაზაძე და მირზა ქოჩიაშვილი ,საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები -დავით გოგბერაშვილი და ჯემალ ისაკაძე, ადმინისტრაციულ ერთეულებში მაჟორიტარი დეპუტატები , მერის წარმომადგენელები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

#