• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლაში დედა ენის დღე აღინიშნა

   თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მირზა ქოჩიაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად,  დედა ენის დღესთან დაკავშირებით, საჯარო ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიება დაესწრო. ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია  ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველის , მოსწავლე-ახალგაზრდობის და სამუსიკო სკოლის აღსაზრდელთა მონაწილეობით გაიმართა.

ხელმძღვანელმა პირებმა ღონისძიების მონაწილეებს დედა ენის დღე მიულოცეს და  ისაუბრეს ჩვენი ანბანის ისტორიის და უნიკალურობის შესახებ. მათი თქმით, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს  მომავალი თაობისთვისა და საზოგადოებისთვის  ქართული ენის დაცვას , პატივისცემას და გაფრთხილებას.

 

#