26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა!
თერჯოლის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებები სკანდის ისტორიულ ციხეზე საზეიმო მსვლელობით დაიწყო, სადაც სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა;
საზეიმო მსვლელობის შემდეგ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ბარათაშვილთან ერთად გვირგვინით შეამკო გმირთა დიდების მემორიალი და დამოუკიდებლობის დღე მოსახლეობას პირადად მიულოცა.
ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლებმა პატივი
მიაგეს ეროვნული მოძრაობის
ერთ-ერთი ლიდერის
ვანო ხუხუნაიშვილის ხსოვნას და
მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს.
ქ.თერჯოლაში
,ამ დღესთან დაკავშირებით,სხვადასხვა
კულტურული და სპორტული აქტივობები მოეწყო.
ლაშა გოგიაშვილის სახელობის სკვერში გაიმართა სამხატვრო
სკოლის მოსწავლეთა ნახატებისა და ადგილობრივი რეწვის
ოსტატების ნამშევრების
გამოფენა-გაყიდვა,
აქვე განთავსდა ტურიზმის
კუთხეც, სადაც თერჯოლის
მუნიციპალიტეტში არსებული
ყველა ღირსშესანიშნავი ადგილის
ფოტო გამოიფინა.ჩატარდა ,,
თავისუფალი თამაშების „ ფინალი მინი
ფეხბურთში, ჭიდაობის,ხრიდოლისა და სამაგიდო თამაშების ტურნირები, გამოვლენლი გამარჯვებულები
დაჯილდოვდნენ შესაბამისი პრიზებით.
დღესვე, თერჯოლის ამფითეატრში თემატური კონცერტი გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა ანსამბლებმა .
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მერის მოადგილეები და მერიის
თანამშრომლები, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, დეპუტატები,საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ასევე მოქალაქეები შეუერთდნენ.
ღონისძიება მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.