თერჯოლაში ალილოს საზეიმო მსვლელობა გაიმართება


თერჯოლაში, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე, მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით და მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, ალილოს საზეიმო მსვლელობა გაიმართება.
შობის
მახარობლები 7 იანვარს ,14:00 საათზე, ჭაბუკმთის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიძვრებიან.
,,ალილო 2026" დღის ბოლოს ქალაქის ცენტრში, ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძართან დასრულდება.
ალილოს მსვლელობისას შეგროვილი საშობაო ნობათი მუნიციპალიტეტის შეჭირვებულ ოჯახებს, ბავშვთა და მოხუცთა სახლებს გადაუნაწილდება.