თერჯოლაში ახლად რეაბილიტირებული ა(ა) იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრი გაიხსნა
31 მაისს ქ.თერჯოლის ახლად რეაბილიტირებული ა(ა) იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრი გაიხსნა.ღონისძიებას ადგილობრივებთან ერთად,იმერეთის მხარის რწმუნებული-ზვიად შალამბერიძე, თერჯოლისა და ტყიბულის მიტროპოლიტი მეუფე გიორგი და საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგნლები დაესწრნენ.
ცენტრის განახლებულ დარბაზში მოეწყო მხატვრული ღონისძიება სახელწოდებით ,,სიყვარულის მემკვიდრეობა“ . ღონისძიების დასასრულს, დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა , ცენტრის ყოფილ დირექტორებს
დამსახურებული ჯილდოები გადასცეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა -მანუჩარ რობაქიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ-გიორგი ბარათაშვილმა.
ღონისძიების დასრულების შემდეგ , სტუმრებმა დაათვალიერეს ცენტრის რეაბილიტირებული სივრცე.
პროექტი რგფ-იდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა,მისი საერთო ღირებულება 310 000 ლარია, კეთილმოწყობის სამუშოები კი შპს ,,იდეალმშენმა,, აწარმოა.