თერჯოლაში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
                    12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეა.
   თერჯოლაში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 
ამ დღესთან დაკავშირებით, ლაშა გოგიაშვილის სახელობის სკვერში , მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეების ჩართულობით,
ჩატარდა კულტურული,გასართობი და სპორტული აქტივობები.
 მოსწავლე -ახალგაზრდობის მუნიციპალურ ცენტრში მოეწყო  ინტელექტუალური კონკური ,, რა ? სად? როდის?“ , რომელშიც ახალგაზრდებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერი-მანუჩარ რობაქიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც 
იღებდნენ მონაწილეობას .
ახალგაზრდებისთვის  მოეწყო ასევე მხატვრული ფილმის  ,,ექვთიმე ღვთისკაცის“ ჩვენება,რომლის დასრულების შემდეგ ფილმის განხილვა გაიმართა.
მოგვიანებით,ახალგაზრდობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები სოფელ საზანოში ფეხბურთის ტურნირით დასრულდა.
 ახალგაზრდობის მხარდასაჭერად,  ღონისძიებები მერიის განათლების , კულტურის ,სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის   ორგანიზებით მოეწყო.
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე  გაეროს მიერ დაარსდა და ის საქართველოში  2000  წლიდან აღინიშნება.