• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლაში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნა

      12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეა.

თერჯოლაში ამ დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის,სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, მრავალფეროვანი  ღონისძიებები ჩატარდა.

ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა  პრეზენტაცია  ხელოვნური ინტელექტისა და მომავლის ტექნლოგიები შესახებ,ასევე  მოეწყო დრონების შოუ და მომავლის ტექნოლოგიების გამოფენა /ჩვენება ,რომელიც დაინტერესებულ ახალგაზრდებს , მოსწავლე - ახალგაზრდობის  მუნიციპალური ცენტრის რობოტექნიკის  კლუბის კოორდინატორმა-  ერეკლე კირკიკტაძემ წარმოუდგინა.

სკოლის მოსწავლეთა ჩართულობით გაიმართა საინტერესო  ინტელექტუალური თამაში გაიცანი შენი ქალაქი ,რომელშიც რამდენიმე გუნდი შეეჯიბრა ერთმანეთს გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

თერჯოლაში, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა  სპორტულ - გასართობი  და შემეცნებითი აქტივობები:

შაში, ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი, ასფალტზე ხატვა, სახის მოხატვა.

 

  ღონისძიებების კულმინაცია იყო ფერების ფესტივალი,აღსანიშნავია რომ ფესტივალი თერჯოლაში, პირველად ჩატარდა და ბავშვების დიდი მოწონება დაიმსახურა, ახალგაზრდების  მხიარულ განწყობაზე  სპეციალურად  მოწვეულმა წამყვანმა და დიჯემ იზრუნეს.

 

ღონისძიებების დასასრულს კი თავისი რეპერტუარით  ადგილობრივების წინაშე , ქართული ესტრადის ვარსკვლავი- თემურ თათარაშვილი წარსდგა.  საქართველოს კულტურის სამინისტროს ეგიდით გამართულ    სოლო კონცერტზე , მომღერლის შესრულებულმა  კარგად ნაცნობი ჰიტებმა ,   ყველა თაობის  მაყურებლის   განსაკუთრებული ოვაციები დაიმსახურა.  

 

#