• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლაში აგვისტოს ომში გარდაცვლილი გმირები გაიხსენეს

🇬🇪 🇬🇪 2008 წლის აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა...
თერჯოლაში აგვისტოს ომში გარდაცვლილი გმირები გაიხსენეს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილმა
8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.
ხელმძღვანელმა პირებმა,ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან , სამხედრო პირებსა და ოჯახის წევრებთან ერთად გვირგვინებით და ყვავილებით შეამკეს სოფ.ღვანკითში ვალერი გოგნაძის მემორიალი,სოფ. ძევრში უშანგი (შმაგი) სოფრომაძის მემორიალი, სოფ. ზედა სიმონეთში ალია ბარდაველიძის მემორიალი, ხოლო სოფ. კვახჭირსა და ჭოგნარში კი გიგა სახელაშვილისა და ბადრი ბასილაძის საფლავები და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილი გმირების ნათელ ხსოვნას. თერჯოლისა და ტყიბულის ეპარქიის სასულიერო პირებმა კი გმირთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან 5 მებრძოლი დაიღუპა: ვალერი გოგნაძე, ალია ბარდაველიძე,უშანგი სოფრომაძე, გიგა სახელაშვილი და ბადრი ბასილაძე .
მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გმირების ოჯახებს ფულადი დახმარება გადაეცემათ.
ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
#