35 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგედიიდან ...
თერჯოლის მუნიციპალიტეტში 1989 წლის 9აპრილს, საქართველოს
ერთიანობისთვის
დაღუპული ახალგაზრდები გაიხსენეს.
მუნიციპალიტეტის
მერმა
მანუჩარ
რობაქიძემ
ქ.თერჯოლაში,
9აპრილს
დაღუპული
გმირების
მემორიალი გვირგვინით შეამკო. აღნიშნულ ღონისძიებაზე მანუჩარ რობაქიძე,
საკრებულოს
თავმჯდომარესთან
გიორგი
ბარათაშვილთან
და
ტყიბულის
და
თერჯოლის
ეპარქიის
მიტროპოლიტ
გიორგი
შალამბერიძესთან
ერთად
იმყოფებოდა.
,,1989 წლის 9აპრილს,
გამთენიისას,საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა თბილისში , საქართველოს დამოუკიდებლობის
მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბიეს. დარბევის დროს , დაშავდა ასობით ადამიანი ,დაიღუპა 21 ახალგაზრდა
.აღსანიშნავია, რომ დაღუპულთაგან 17 იყო ქალი.
ქართველი ქალების და ახალგაზრდა ვაჟკაცების
ერთიანობამ მოგვიტანა ჩვენი სამშობლო დღემდე, ამ ერთიანობით მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა
,,- აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ,მანუჩარ რობაქიძემ
სასულიერო პირებმა გმირების სულის მოსახსენიებელი
პარაკლისი
გადაიხადეს.გმირთა მემორიალთან
მოეწყო
მცირე
მხატვრულ-ლიტერატურული პერფორმანსი,
რომელიც
9აპრილის
თემაზე
მოსწავლე-
ახალგაზრდობის
მუნიციპალური
ცენტრის და თერჯოლის კერძო სკოლა ,,მზეკაბანის“ აღსაზრდელებმა მოამზადეს.
დღესვე ,ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სოფელ ძევრში არსებულ გმირთა მემორიალთანაც იმყოფებოდნენ, სადაც ასევე პატივი მიაგეს 9აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას.
9აპრილის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლები, საჯარო დაწესებულებების თანამშრომლები და თერჯოლელი
საზოგადოება დაესწრო.