თერჯოლაში , 17 ოქტომბერი- ვეტერანთა დღე აღნიშნეს
თერჯოლაში , 17 ოქტომბერი- ვეტერანთა დღე აღნიშნეს.
მუნიციპალიტეტის მერი, მანუჩარ რობაქიძე , საკრებულოს თავმჯდომარე- გიორგი ბარათაშვილსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსთან, გიორგი ლილუაშვილთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომის ვეტერანებს შეხვდა, დღევანდელი დღე მიულოცა და მომავალში მხარდაჭერას დაჰპირდა.
დღესვე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები
გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლები
გაიხსენეს , მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
ვეტერანთა პატივსაგებად მოწყობილ ღონისძიებას ,მერის მოადგილეები: ზვიად ბაზაძე და მირზა ქოჩიაშვილი, მერიის და საკრებულოს თანამშრომლები, ასევე ვეტერანები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ..
საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება.
https://www.facebook.com/share/p/enkHVuVMvcqyQMbe/