თერჯოლის მუნიციპალიტეტში
საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა გრძელდება.
ამ ეტაპზე, რგფ-დან ადგილობრივი
ბიუჯეტის
თანადაფინანსებით
,
თერჯოლა
ახალთერჯოლის
დამაკავშირებელი
გზის
რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
საგზაო
პროექტის შესყიდვა 2 წლიანია და 2025-2026 წლებში ხორციელდება;
2025 წლის
ვალდებულება
დასრულებულია,
ამ
დროისათვის
სამუშაოების შესრულება წინსწრებით
მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ეწყობა საავტომობილო გზის არმირებული ბეტონის საფარი და სანიაღვრე სისტემა.
მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტს მუნიციპალიტეტის მერი,მანუჩარ რობაქიძე ადგილზე
გაეცნო ,სარეაბილიტაციო სამუშაოები პირადად
დაათვალიერა და შემსრულებელი კომპანიის ( ჯეო-როუდ- ინვესტი) წარმომადგენლებს შეხვდა.
საგზაო პროექტის მონიტორინგზე მერის მოადგილე- ზვიად ბაზაძე, სოფელ ახალთერჯოლის დეპუტატი-
ბიძინა ბუცხრიკიძე და მერის წარმომადგენელი- გიგა კუბლაშვილი იმყოფებოდა.