თერჯოლის სამხატვრო სკოლამ ფოტონამუშევრების გამოფენას უმასპინძლა.
სამხატვრო სკოლის დიდ დარბაზში ადგილობრივი მოყვარული ფოტოხელოვანის, თემურ ნიკოლაძის ფოტოები
გამოფინეს. ასამდე ნამუშევარში ჩატეული მისი ობიექტივით დანახული
სამყარო, გარემო რომელშიც ვცხოვრობთ, უმეტესად მზის სხივებით გაჯერებული ფოტო-პეიზაჟები , ეს იყო გამოფენის ძირითადი თემა, რომელიც მნახველებისთვის საინტერესო
და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
გამოფენას, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი-მანუჩარ რობაქიძე,
იმერეთის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის
სამსახურის უფროსი-დავით დგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მწერლები, კულტურის, ხელოვნების , მედიის და საგანმანათლებლო სივრცეში
მოღვაწე ადამიანები დაესწრნენ.
თემურ ნიკოლაძის ფოტო
ნამშევრების გამოფენა სამხატვრო სკოლაში, რამდენიმე დღე გაგრძელდება.