• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

,,თეატრალური იმერეთი 2024 " დასრულდა

26 ივნისს,იმერეთის თეატრალური ფესტივალი დასრულდა. თეატრალური იმერეთი 2024 -ის გრანპრი ხონის თეატრს ერგო, სპექტაკლისთვის ,,აზნაურები ".
თერჯოლის სახალხო თეატრის რეჟისორს, მამუკა ცერცვაძეს საუკეთესო რეჟისორის ტიტული მიენიჭა. პიესის ,,ზღაპარი იგი... მათრობს და მხიბლავს"მსახიობი, ნანა ამირანაშვილი კი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დაჯილდოვდა .
,,თეატრალური იმერეთი 2024 " 12 ივნისს გაიხსნა და მასში იმერეთის 12 ივე მუნიციპალიტეტის თეატრები მონაწილეობდნენ.
ფესტივალის დახურვის ცერემონიალს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე- ლევან კიკნაველიძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი- მანუჩარ რობაქიძე და იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
#