• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თავასა-თუზის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა უახლოეს დღეებში დასრულდება

🛣️🛣️თავასა-თუზის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა უახლოეს დღეებში დასრულდება

🔶საგზაო ინფრასტრუქტურის მონიტორინგის ფარგლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ნინო ჩხიკვაძესთან ერთად თუზი-თავასის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა და პროექტის ხარისხისა და ვადების დაცვის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

#ამ_დროისთვის ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი მოიცავს, არმირებული ბეტონის საფარისა და სანიაღვრე არხების მშენებლობას, რომლის დასრულების შემდეგ გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

🛣️🛣️გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ჯეო როუნდ ინვესტი“ ახორციელებს.

#