• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თავასა-თუზის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

🛣🛣საგზაო ინფრასტრუქტურის მონიტორინგის ფარგლებში, დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, მანუჩარ რობაქიძე , ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელთან, ლაშა ლანჩავასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ თავასაში იმყოფებოდა.

👉დასკვნით ეტაპზეა თავასა-თუზის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოები, #ამ_დროისთვის ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია და სანიაღვრე არხების,ასევე გვერდულების მოწყობა მიმდინარეობს.

🛣🛣პარალელურად, რეაბილიტაცია ჩაუტარდა რამდენიმე სოფელს შორის დამაკავშირებელ საავტომობილო ხიდს, რომლის დასრულების შემდეგ გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდა.

✅გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ჯეო როუნდ ინვესტი“ ახორციელებს.

#