• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თამარის ხიდი გოდოგანში

თამარის ხიდი სოფელ გოდოგანში მდებარეობს.
ქვის თაღიანი ხიდი გადმოცემის მიხედვით , უდიდესი ქართველი მეფის თამარის მეფობის დროს მდ.ჭიშურაზე აიგო (XII-XIII ს.).
ხიდს ჰქონდა დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა, რადგან მასზე გადიოდა ქუთაისი-თბილისის დამაკავშირებელი გზა.
ხიდის რეკონსტრუქცია პირველად მოხდა 1668 წელს, ხოლო შემდეგ 2018 წელს და ის დღემდე მოქმედია.
საქართველოში რამდენიმე ასეთი თაღოვანი ხიდია, თაღოვანი ხიდების ქვეშ გამავალი მდინარეების ადიდებისას წყლის დარტყმის სიმძიმე თაღოვანი ხიდების ბურჯებზე მოდიოდა, ამიტომაც ბურჯები აუცილებლად კლდეებს ეყრდნობოდა. სწორედ ამიტომაც არის აშენებული თაღოვანი ხიდები მდინარეების კლდოვან ნაპირებზე, ქვების ლამაზ თაღოვან რკალს კი კირისა და ქვიშის ტრადიციული, უკვდავი დუღაბით ადუღაბებდნენ, რომელიც დღემდე არ დაშლილა.
#