თერჯოლის მერიამ
სტიქიით დაზარალებულებს სამშენებლო
მასალები გადასცა.
მუნიციპალიტეტის
სოფლებში , 6-7 თებერვლის სტიქიით დაზარალებულთა
ოჯახებს,რომელთაც საცხოვრებელი სახლის სახურავები
დაუზიანდათ ,მუნიციპალიტეტის მერიამ საჭირო
მასალები გადასცა .
მუნიციპალიტეტის მერმა -მანუჩარ რობაქიძემ რამდენიმე ოჯახი პირადად მოინახულა და დაზიანებული სახლების
სარეაბილიტაციო პროცესი ადგილზე დაათვალიერა.
შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
-დავით გოგბერაშვილი და ჯემალ ისაკაძე, ადმინისტრაციულ
ერთეულებში მაჟორიტარი დეპუტატები და მერის წარმოადგენლები ესწრებოდნენ.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარება გრძელდება.