• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სამშენებლო მასალების გადაცემა დაიწყო

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სამშენებლო მასალების გადაცემა  დაიწყო.

 დღეს, მუნიციპალიტეტის მერი- მანუჩარ რობაქიძე, ქარის სტიქიით დაზარალებულ მოქალაქეებს  შეხვდა და მათ დაზიანებული სახლის სახურავების შესაკეთებლად საჭირო მასალები,  პირადად მიუტანა.

საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ 75 000 ლარი გამოეყო, რაც  ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას  მოხმარდება.

მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხებით,

მუნიციპალიტეტში ქარის სტიქიით დაზიანებული 5 საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაცია მოხდება, ხოლო  სოფ ბარდუბანში  მარგველაშვილების ოჯახს,რომლებსაც სტიქიამ საცხოვრებელი სახლი სრულად გაუნადგურა, ახალი სახლი აუშენდება.

შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩხიკვაძე და მერის წარმომადგენელი კოტე ძოწენიძე ესწრებოდნენ.

 

#