• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

სტიქიამ თერჯოლა-ტყიბულის საზღვართან ელექტრო ენერგიის გადამცემი სისტემა დააზიანა

28 ნოემბრის სტიქიამ თერჯოლა-ტყიბულის საზღვართან , წინწკილის მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტრო ენერგიის გადამცემი სისტემა დააზიანა, რის შემდეგაც ამ დროისთვის ელექტრო ენერგია არ მიეწოდება სოფელ გოგნს.
დაზიანების ადგილზე თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე იმყოფებოდა, ენერგო პროს წარმომაგდენლებთან ერთად. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში არსებული ტექნიკის მეშვეობით მიმდინარეობს დაზიანებულ მონაკვეთამდე მისასვლელი გზის გაწმენდითი სამუშაოები. მობილიზებულია ასევე მობილური ჯგუფები სივრცის გასაწმენდად,რის შემდეგაც მოხდება კომპანია ენერგო პროს ტექნიკური ბრიგადის ელექტრო გადამცემი ქსელის აღდგენის სამუშაოები.
სტიქიამ მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურაც დააზიანა,ჩარეცხილია სოფლის საუბნო გზები,ამ დროისათვის უკვე აღმოფხვრილია სტიქიისგან გამოწვეული პრობლემა სოფელ თუზში,სადაც ფერდობიდან ჩამოსულმა მიწის მცირე მასამ დროებით ჩაკეტა მოძრაობა ცინაძეების საუბნო გზაზე.
უხვად მოსულმა წვიმამ ასევე დატბორა რამდენიმე ოჯახის პირველი სართულები.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სასწავლო პროცესი არ შეფერხებულა.
#