სპექტაკლის პრემიერა თერჯოლაში
თერჯოლის კულტურის სახლში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა. ერემია სვანაძის დამოუკიდებელი თეატრალური დასის რეჟისორმა , ტატო პატარიძემ ფსიქოლოგიური დრამა,სახელწოდებით ,,ემიგრანტები“ წარმოადგინა. სლავომირ მროჟეკის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში, ქუთაისის ლ.მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი,ზურა კუპრაშვილი და თოჯინების თეატრის მსახიობი , ზაზა იოსებაშვილი მონაწილეობდნენ,ხოლო მუსიკალურად სპექტაკლს აფორმებდა -პაპუნა გვანცელაძე.
სპექტაკლის პრემიერას, თერჯოლელ
მოქალაქეებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერი- მანუჩარ რობაქიძეც დაესწრო.