• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

სოციალური აქცია სიმონეთის მოხუცთა პანსიონატში

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან ერთად, სიმონეთის მოხუცთა პანსიონატს ეწვია.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბენეფიციარებს შობა-ახალი წელი მიულოცეს და სასაჩუქრე ნობათები გადასცეს.
როგორც მანუჩარ რობაქიძემ აღნიშნა, მუნიციპალიტეტისთვის მსგავსი ტიპის სოციალური მხარდაჭერის აქციები ძალიან მნიშვნელოვანია.
მოხუცთა პანსიონატში თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის აღსაზრდელებმა, ანსამბლმა „იამემ“ და ანსამბლმა „მასპინძელომ“ მუსიკალური ნომრებიც შეასრულეს.
მერთან ერთად პანსიონატში იმყოფებოდნენ მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსი დიანა ფოცხვერაშვილი, განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი მაკა ასათიანი, სოფელ ქვემო სიმონეთის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბრეგვაძე, მერის წარმომადგენელი გია ხუჯაძე და აიპების წარმომადგენლები.
#