სოციალურად დაუცველთა 12 სახლის მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია
თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველთა 12 სახლის მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.
მუნიციპალიტეტის მერმა დღეს, სახლდაზიანებული ოჯახების დახმარების პროგრამის ფარგლებში მშენებარე სახლები დაათვალიერა.მანუჩარ რობაქიძე პირადად იმყოფებოდა რამდენიმე ბენეფიციარის ოჯახში,სადაც ადგილობრივი ბიუჯეტით,სოციალურად დაუცველ ოჯახებს საცხოვრებელი სახლები უშენდებათ.
2024 წელს აღნიშნული პროგრამით,მუნიციპალიტეტში 12 სახლის მშენებლობა მიმდინარეობს.მერის ინიციატივით და
საკრებულოს აქტიური ჩართულობით, მიმდინარე წელს სახლდაზიანების პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა და შეადგენს 540 000 ლარს.
სოციალური პროგრამა თერჯოლის მუნიციპალიტეტში,უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება,რომელიც ითვალისწინებს მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე სოციალურად დაუცველი პირებისთვის, მცირე ფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობას, ან შეძენას,რომელთა სახლები დაზიანების მასშტაბის გამო ექვემდებარება დემონტაჟს.
სახლების მშენებლობის მონიტორინგს დღეს , საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ ისაკაძე და მერის წარმომადგენლები დაესწრნენ.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში სულ 41 სახლი აშენდა.