• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

სოციალურად დაუცველ ოჯახებს, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, 8 სახლი აუშენდებათ

2025 წელს , სოციალურად დაუცველ ოჯახებს, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, 8 სახლი აუშენდებათ.
მუნიციპალიტეტის მერიაში დღეს, სახლდაზიანების სოციალური პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს ასაშენებელ სახლებზე იმსჯელეს.
სამუშაო შეხვედრაზე , განხილულ იქნა მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში ასაშენებელი სახლების პრეზენტაცია. სოციალური პროგრამის მოქმედმა კომისიამ , 36 ოჯახის მიერ წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით , რამდენიმე შეარჩია. შერჩეული ოჯახები სრულად აკმაყოფილებენ პროგრამის დადგენილ კრიტერიუმებს.
კომისიის გადაწყვეტილებით ,თერჯოლაში წელს 8 სახლი აშენდება, რომელსაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები დააფინანსებს.
სახლდაზიანების სოციალური პროგრამა მუნიციპალიტეტში 2019 წლიდან არსებობს და ამ დრომდე უკვე 41 სოციალურად დაუცველი ოჯახი დაკმაყოფილდა ახალი სახლით.
#