• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

სოფლის საერთო კრება და მოსახლეობასთან კონსულტაციები ზედა სიმონეთში, ბარდუბნისა და ეწრის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა

✔️თერჯოლის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.

🔶სოფლის საერთო კრება და მოსახლეობასთან კონსულტაციები ზედა სიმონეთში, ბარდუბნისა და ეწრის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.

🔷შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილე მირზა ქოჩიაშვილი, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

🔻მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით ზედა სიმონეთის თემში შემდეგი პროექტები განხორციელდება;

🔸სანიაღვრე არხები მოეწყობა, სოფლის ცენტრში, გოცირიძეების უბანსა და სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე მოხდება საუბნო გზებზე ინერტული მასალის შეტანა.

🔹ხმათა უმრავლესობით სოფელ სოფელ ბარდუბანში #2 საბავშვო ბაღის ეზოს ბეტონის საფარით მოწყობა დაიგეგმა, ასევე დამონტაჟდება გარე განათება, ხოლო სათემო უბანში #1 საბავშვო ბაღისათვის ინვენტარის შეძენაა და გარე განათების მოწყობა მოხდება.

🔸ეწრის ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრალურ გზაზე გარე განათება დამონტაჟდება, უკლებების უბანში მოეწყობა ბოგირი, ხოლო ახალუბანში საბავშვო ატრაქციონი.

✔️სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასახლებების საერთო კრებები და საკონსულტაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში პერიოდულად გაიმართება.

#გაიგერაკეთდება
#სოფლისმხარდაჭერისპროგრამა2023
#თერჯოლის_მერია

#