სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თერჯოლის მუნიციპალიტეტში , მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
სოფლის კრებები და საკონსულტაციო შეხვედრები დღეს, გოდოგნის, კვახჭირის, ჭოგნარის, ნახშირღელესა და ქვედა სიმონეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა, რომლებსაც მუნიციპალიტეტის მერი- მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილეები : ზვიად ბაზაძე და მირზა ქოჩიაშვილი , ასევე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები : დავით გოგბერაშვილი და
ჯემალ ისაკაძე, მერიის შესაბამისი სამსახურების უფროსები და სოფლებში მერის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოისმინეს სოფლებში არსებული საჭიროებები და მოსახლეობას პროგრამით გათვალისწინებული პრიორიტეტები გააცნეს.
ადგილობრივებმა სხვადასხვა უბნებში რთულ საგზაო მონაკვეთებზე გზების, სანიაღვრე არხების, ცხაურების, ბოგირების, გარე განათების მოწესრიგება , სკვერის რეაბილიტაცია, წყაროს მოპირკეთება და სასაფლაოს შემოღობვა დაასახელეს.
მიმდინარე წელს თერჯოლის მუნიციპალიტეტს აღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად
690 000 ლარი გამოეყო.
პროგრამის ფარგლებში, საერთო კრებები და კონსულტაციები გრძელდება, შეხვედრები ხვალ ,26 იანვარს
ზედა სიმონეთის,(11:00 სთ)
ბარდუბნის (12:30 სთ)
ეწრის,(14:00 სთ)
სიქთარვისა (15:30 სთ)
ახალთერჯოლის(17:00სთ)
ადმინისტრაციულ ერთეულებში, სოფლის ცენტრებსა და წარმომადგენლობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება.