,,სოფლის მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დასკვნით ეტაპზეა
.,,სოფლის მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დასკვნით ეტაპზეა.
პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს 79 პროექტი განხორციელდა, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა სოფლებში გამართულ საერთო კრებებზე პრიორიტეტული საკითხები დაასახელეს და განსახორციელებელ პროექტებზე ერთად შეთანხმდნენ.ძირითადი მიმართულება საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა. სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით გარე-განათების, საუბნო გზებზე ბეტონის საფარის, სანიაღვრე არხების, მინი სტადიონების, საბავშვო ატრაქციონების, წყაროებისა და ჭების მოწყობა განხორციელდა.,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამა მიზნად ისახავს სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურის განვითარებას და მოსახლეობის ჩართულობის ზრდას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.#გაიგერაკეთდება