✅სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თერჯოლის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
🔶შეხვედრებს მერის მოვალეობის შემსრულებელი, მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილე, მირზა ქოჩიაშვილი, გოდოგნის მაჟორიტარ დეპუტატთან, გრიგოლ გიორგაძესთან, საკრებულოს წევრებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
🔷„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მიზნად ისახავს სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურის განვითარებას და მოსახლეობის ჩართულობის ზრდას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
🔶დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები გოდოგანის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.
🔷გოდოგნისა და ნაგარევის მოსახლეობამ ძირითადი აქცენტი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე გააკეთა. ადგილობრივებისათვის მნიშვნელოვანია ქვაშავისა და გორგოძეების უბანში ბეტონის საფარის, სანიაღვრე არხის მოწყობა, ნაგარევის სკოლის მიმდებარედ, პარკისათვის ძელ-სკამების შეძენა; მთავარანგელოზის ტაძრიდან გარე განათების დამონტაჟება; ჭალასთავში, ხუჯაძეების უბანში ბეტონის საფარის, ასევე ბროლისქედში მინი სტადიონის მოწყობა.
🔶აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად სახელმწიფოს მიერ, "სოფლის მხარდაჭირს პროგრამის" ფარგლებში საერთო ჯამში 54 000 ლარი გამოიყო.
📣📣დასახლებებში საერთო კრებები გრძელდება:
👉ჭოგნარის ადმინისტრაციული ერთეული-12:30საათი;
👉კვახჭირი(კვახჭირი, სარბევი, ოდილაური) -14:00 საათი;
👉ნახშირღელე (ნახშირღელე, ნავენახევი)-15:30 საათი;
👉ქვედა სიმონეთი-17:00 საათი.
✔️მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, შეხვედრაზე შეკრებილ მოსახლეობას ყველა იმ პროექტის დაფინანსებას, დაპირდნენ, რომელიც თავად სოფლის მაცხოვრებლებმა დაასახელეს. გამოკვეთილი პრიორიტეტები კრების ოქმით დადასტურდება და პროექტებზე სატენდერო პროცედურები უახლოეს მომავალში დაიწყება.
🔈სოფლის კრებები და კონსულტაციები 2023 წლის 23 იანვარს დაიწყო და 27 იანვარს დასრულდება.