👤👥თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლების საერთო კრებები და კონსულტაციები გრძელდება.
✅შეხვედრები ზედა
საზანოსა
და თუზის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა, რომლებსაც თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილე, მირზა ქოჩიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ბარათაშვილი, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
🗣️🗣️მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, შეხვედრაზე შეკრებილ მოსახლეობას ყველა იმ პროექტის დაფინანსებას, დაჰპირდნენ, რომლებიც თავად სოფლის მაცხოვრებლებმა დაასახელეს.
#გაიგერაკეთდება
👉სოფელ ზედა
საზანოში
პრიორიტეტად, გარე
განათების
მოწყობა
და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასახელდა.
👉თუზის მოსახლეობის სურვილის
შესაბამისად სასაფლაოს
შემოღობვა
და შიდა საუბნო გზების ბეტონი საფარით, ასევე ინერტული მასალით მოწესრიგება გადაწყდა.
🔊🔉შეგახსენებთ, რომ ,,სოფლის მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში თერჯოლის მუნიციპალიტეტისთვის 690 000 ლარი გამოიყო.