📌თერჯოლის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.
🔷 სოფლის საერთო კრებებს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილე, მირზა ქოჩიაშვილი, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
🗣️🗣️,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხრდაჭერის პროგრამების“ განხორციელება უკვე დაიწყო და წარმატებით გრძელდება. მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტები დასახეს, თუ როგორ ხედავენ თავიანთი სოფლის/უბნის განვითარებას.ძირითადი მიმართულება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, გარე განათების დამონტაჟება , ბავშვთა გასართობი სივრცის, ასევე სანიაღვრე არხების მოწყობაა. მსიამოვნებს, რომ ამ პროცესებში ადგილობრივები და მათ შორის ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართულნი, რასაკვირველია, მხარს ვუჭერთ და მზაობას გამოვთქვამთ აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში. პროგრამის ფარგლებში, გამოყოფილი თანხა სრულად მოხმარდება სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებს."-განაცხადა, მერის მოვალეობის შემსრულებელმა მანუჩარ რობაქიძემ.
🔷სიქთარვის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით გარე-განათება და სანიაღვრე არხები მოეწყობა, ასევე მოხდება საუბნო გზებზე ინერტული მასალის შეტანა.
🔷ახალთერჯოლის ადმინისტრაციულ ერთეულში ხმათა უმრავლესობით სხვადასხვა უბანში გარე განათება და სანიაღვრე არხები მოეწყობა.
🔷სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასახლებების საერთო კრებები და საკონსულტაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში პერიოდულად გაიმართება.