• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

თერჯოლის მუნიციპალიტეტში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.

 მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ  რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ სოსო ჩაფიჩაძემ სოფელ  ძევრის, გოგნის და ჩხარის  მოსახლეობასთან   დასკვნითი კონსულტაციები გამართეს.

შეხვედრებზე   რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება დასახელდა,მათ შორის შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების ,გარე განათებების, სველი წერტილების და  სკვერის  მოწესრიგება.

მოსახლეობასთან შეხვედრებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს მაჟორიტარი წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

#