• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრები გაიმართა

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გაიმართა.
13 თებერვალს, მუნიციპალიტეტის მერი - მანუჩარ რობაქიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ალისუბნისა და ღვანკითის მაცხოვრებლებს პირადად შეხვდა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოისმინეს სოფლებში არსებული საჭიროებები და მოსახლეობას პროგრამით გათვალისწინებული პრიორიტეტები გააცნეს.
ადგილობრივებმა პრიორიტეტულ პროექტებს შორის სხვადასხვა უბანში გარე განათების მოწყობა, სკოლის შემოღობვა, წყლის სისტემის მოწესრიგება, ცხაური, გზის ბეტონის საფარით მოწყობა და სანიაღვრეების მოწყობა დაასახელეს.
ხვალ, 14 თებერვალს, სოფლის კრებები და საკონსულტაციო შეხვედრები ძევრში,გოგნსა და ჩხარში გაიმართება.
#