👤👥თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლების საერთო კრებები და კონსულტაციები მიმდინარეობს.
✅შეხვედრები ალისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა, რომელსაც თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილე, მირზა ქოჩიაშვილი, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
#გაიგერაკეთდება
🥅🥅შეგახსენებთ, რომ 2022 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდების ინიციატივით, ქვედა ალისუბანში მინი სტადიონი მოეწყო, ხოლო მიმდინარე წელს, პრიორიტეტად, გარე განათების მოწყობა დასახელდა.
👉ზედა ალისუბნის მოსახლეობის სურვილის შესაბამისად შიდა საუბნო გზების ბეტონის საფარით მოწყობა, ასევე გარე განათების დამონტაჟება გადაწყდა.
🔊🔉შეგახსენებთ, რომ ,,სოფლის მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში თერჯოლის მუნიციპალიტეტისთვის 690 000 ლარი გამოიყო.
#განავითარე_შენისოფელი
#შენიხმამნიშვნელოვანია