• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა თერჯოლის მუნიციპალიტეტში გრძელდება

  სოფლის საერთო კრებები   დღეს  ალისუბნის და ღვანკითის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოეწყო.

  თერჯოლის  მუნიციპალიტეტის  მერი -მანუჩარ რობაქიძე  ,მოადგილესთან  -ზვიად  ბაზაძესთან და   საკრებულოს  თავმჯდომარის მოადგილესთან -დავით გოგბერაშვილთან ერთად   ადგილზე  გაეცნო   აღნიშნული  სოფლების მიერ წამოყენებულ    საპროექტო  წინადადებებს.

მოსახლეობის  გადაწყვეტილებით,    ქვედა ალისუბაში   კენჭი ეყარა   გარე განათების  მოწყობას.

 ზედა  ალისუბანში მოსახლეობამ   პრიორიტეტად გარე განათების სისტემის დამონტაჟება, სასაფლაოს  შემოღობვა და   სოფელში  არსებული ტაძრის  განათების   მოწყობა  დაასახელა .

 

 ღვანკითში    მაცხოვრებლებმა კი   ცხაურების და ბოგირების   მოწესრიგება  დააყენეს

  სოფლისთვის   ყველაზე  საჭირო და აუცილებელ   საკითხად.

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტში,  საქართველოს რეგიონებში  განსახორციელებელი  პროექტების ფონდიდან გამოყოფილი   690 000 ლარი  , სოფლის მოსახლეობის  გადაწყვეტილებით , ყველაზე    პრიორიტეტულ მიმართულებაზე    დაიხარჯება.

 

 სოფლის მხარდაჭერის  პროგრამის  განხორციელება თერჯოლაში,   25 იანვრიდან  მიმდინარეობს,  ხვალ  ,31 იანვარს   პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ  ბოლო    შეხვედრებს  ადგილობრივი ხელისუფლების   წარმომადგენლები,   სოფელ  ძევრში(11:00სთ.), სოფელ   გოგნში( 12:30 სთ.) , სოფელ ჩხარში (14:00სთ) ჩაატარებენ.

 

#