• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

თერჯოლის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“-ის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
12 თებერვალს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრა გამართეს თუზის, საზანოს და რუფოთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობასთან.
აღნიშნულ შეხვედრებზე ადგილობრივმა მოსახლეობამ ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუსახელა ის პრიორიტეტული პროექტები, რომელთა განხორციელება მოხდება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“-ის ფარგლებში გამოყოფილი თანხით.
მოსახლეობის გადაწყვეტილებით, შეირჩა შემდეგი პრიორიტეტული პროექტები:
1. თუზი-ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა;
2. ჯგილათი-ინერტული მასალით გზის მოწყობა;
3. კაკაბოური-ინერეტული მასალით გზის მოწყობა;
4.ვარდიგორა-ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა;
5.საზანო-ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა;
6. დელტასუბანი-გარე განათების და ეკლესიის ეზოში საპირფარეშოს მოწყობა;
7.შიმშილაქედი-გარე განათების მოწყობა;
8.მუჯირეთი-ინერტული მასალით გზის მოწყობა და სანიაღვრე არხის მოწესრიგება;
9.ჩიხორი-ბეტონის გზის საფარიანი გზის დაგება;
10.რუფოთი-მინი მოედნის მოწყობა;
11. ტელეფა-ბეტონის საფარიანი გზის დაგება;
ხვალ, 13 თებერვალს სოფლის კრებები გაიმართება ალისუბნის და ღვანკითის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში.
#