• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“-ის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“-ის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
10 თებერვალს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს გოდოგნის,კვახჭირის,ჭოგნარის, ქვ. სიმონეთის და ნახშირღლეს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობასთან.
აღნიშნულ შეხვედრებზე ადგილობრივმა მოსახლეობამ ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუსახელა ის პრიორიტეტული პროექტები, რომელთა განხორციელება მოხდება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“-ის ფარგლებში გამოყოფილი 690 000 ლარით.
მოსახლეობის გადაწყვეტილებით, შეირჩა შემდეგი პრიორიტეტული პროექტები:
1. გოდოგანი- ეკლესიამდე მისასვლელი გზის მოწესრიგება ;
2. ნაგარევი - გარე განათების სისტემის მოწესრიგება;
3. ჭალასთავი - გარე განათების სისტემის მოწესრიგება;
4. ბროლისქედი-საზ.თავშეყრის ადგილის მოსაწყობად მასალების შეძენა;
5. ჭოგნარი - მინი სტადიონის მოწყობა;
6. კვახჭირი - სანიაღვრე სისტემის მოწყობა;
7. ოდილაური - სანიაღვრე სისტემის ,სკვერის მოწყობა, საზ. თავშეყრის ადგილის მოსაწყობად მასალების შეძენა;
8. სარბევი - სანიაღვრე სისტემის და გარე განათების მოწყობა, სასაფლაოს შემოღობვა;
9. ნახშირღელე- მინი სტადიონის მოწყობა;
10. ნავენახები - სანიაღვრე სისტემის და გარე განათების მოწესრიგება.
11. ქვ.სიმონეთი-მინი სტადიონის ,სანიაღვრე სისტემის,წყაროს და გარე განათების მოწესრიგება;
სოფლის კრებები და კონსულტაციები ხვალ, 11 თებერვალს რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდება:
სოფელი ზედა სიმონეთი ( ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ ) 11:00სთ.
სოფელი ბარდუბანი ( ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ ) 12 : 30 სთ.
სოფელი ბარდუბანი ( სათემო ) (ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ) 12:30სთ.
სოფელი ეწერი (ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ) 14:00სთ.
სოფელი ეწერი ( ახალი უბანი ) ( ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ ) 14:00სთ.
სოფელი სიქთარვა ( ადმინისტრაციულ შენობის მიმდ ებარედ ) 15:30სთ.
სოფელი სიქთარვა (ჩხარი ეწერი)(ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ ) 15:30სთ.
სოფელი ახალთერჯოლა ( ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ )17:00სთ.
სოფელი ახალთერჯოლა ( ბოსელა ) ( ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ ) 17:00სთ.
#