• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

სოფლის კრებები თუზში,საზანოსა და რუფოთში ჩატარდა

თერჯოლის  მუნიციპალიტეტში  სოფლის  მხარდჭერის პროგრამის  განხორციელება  მიმდინარეობს, რომელიც მიზნად ისახავს  საერთო გადაწყვეტილების შედეგად  სოფლებში პრიორიტეტული  პროექტების გამოვლენას.

   სამუშაო ჯგუფთან ერთად ,მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ  რობაქიძემ   დღეს, მოსახლეობასთან  შეხვედრები  თუზის, საზანოსა  და რუფოთის  ადმინისტრაციულ ერთეულში  შემავალ  სოფლებში   გამართა.

   ადგილობრივებმა თუზში     საუბნო გზების ,სანიაღვრე არხების , ბოგირების  და ცხაურების   მოწყობა დაასახელეს.

 

   მოსახლეობის  ინტერესების  გათვალისწინებით ,  საზანოში  ბეტონის გზა  გაკეთდება ,ასევე მოხდება   საუბნო გზების რეაბილიტაცია   და   ცხაურების მოწყობა .

 

   სოფლის კრებებზე  რუფოთში   პრიორიტეტულ   საკითხად   საგზაო  ინფრასტრუქტურის  მოწესრიგება  დასახელდა.

 

  დღევანდელ შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერის  მოადგილეები:    ზვიად ბაზაძე და  მირზა ქოჩიაშვილი,  თერჯოლის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე    დავით  გოგბერაშვილი,   დეპუტატები,სოფლებში მერის წარმომადგენლები  და  მერიის  შესაბამისი სამსახურების  უფროსები ესწრებოდნენ.

   სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მუნიციპალიტეტში 25 იანვარს დაიწყო და  31 იანვარს დასრულდება.

    ხვალ,  30 იანვარს  ადგილობრივი   ხელისუფლების   წარმომადგენლები   მოსახლეობასთან შეხვედრებს  ჩაატარებენ  ალისუბანსა  და ღვანკითში.

#