სოფლის კრებები გრძელდება
თერჯოლის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“-ის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს.
11 თებერვალს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ზედა სიმონეთის,ბარდუბნის,ეწრის,სიქთარვისა და ახალთერჯოლის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობასთან.
აღნიშნულ შეხვედრებზე ადგილობრივმა მოსახლეობამ ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუსახელა ის პრიორიტეტული პროექტები, რომელთა
განხორციელება მოხდება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“-ის ფარგლებში გამოყოფილი თანხით.
მოსახლეობის გადაწყვეტილებით, შეირჩა შემდეგი პრიორიტეტული პროექტები:
სოფელი ზედა სიმონეთი -ბეტონის საფარიანი გზის ,გარე განათების მოწყობა, სკვერის შემოღობვა;
სოფელი ბარდუბანი -გარე განათების და სანიაღვრე სისტემის მოწყობა;
სოფელი სათემო -ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა;
სოფელი ეწერი- მინი მოედნის მოწყობა;
სოფელი ახალი უბანი -სასაფლაოს შემოღობვა;
სოფელი სიქთარვა -გარე განათების და სანიაღვრე სისტემის მოწყობა;
სოფელი ჩხარი ეწერი-სანიაღვრე სისტემის მოწყობა;
სოფელი ახალთერჯოლა-სანიაღვრე სისტემის მოწყობა,წყლის რეზერვუარის შემოღობვა;
სოფელი ბოსელა-სანიაღვრე სისტემის მოწყობა;
სოფლის კრებები თერჯოლის მუნიციპალიტეტში 14 თებერვალს დასრულდება.