✔️თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, ყოველწლიურად სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.
🏫🏫მათ შორისაა სოფელი ზედა საზანო, სადაც მიმდინარე წელს 100-მდე აღსაზრდელზე გათვლილი, ორსართულიანი საბავშვო ბაღი აშენდა. შენობა აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, რაც აუცილებელია ბავშვთა უსაფრთხოებისთვის. საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, განხორციელდა.
🛣️🛣️ასევე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ , სოფელში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ცენტრალურ გზას. ჩოლაბურის ხიდის მე-8 კმ-დან რუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზის მიმართულებით საავტომობილო გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო, რომელიც უმოკლესი მანძილით აკავშირებს სოფლებს ერთმანეთთან.
👉პროექტის, ფარგლებში საყრდენი კედლები, სანიაღვრე არხები, საფეხმავლო ბილიკები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, ადგილობრივი შესასვლელები და დასახლებულ ადგილებში ეზოებში შესასვლელების მოეწყო.
🏋️♂️🏋️♀️ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, საზანოს ადმინისტრაციულ ერთეულში სავარჯიშო სპორტული ტრენაჟორები მოეწყო.პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ამ მიმართულებით ახალგაზრდების მასობრივ ჩართულობას .
🏗️🏗️ აგრეთვე, ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში სოფელ ზედა საზანოსა და სკანდეში გარე განათებები დამონტაჟდა, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, მუჯირეთში ხიდ-ბოგირები და ჩიხორში მგზავრთა მოსაცდელი მოეწყო,ასევე შიდა საუბნო გზებზე მოხდა ინერტული მასალის შეტანა.
🛣️🛣️ამჟამად, რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ჩიხორი-შიმშილაქედის დამაკავშირებელი საავტომობილო გზაზე.პროექტის ფარგლებში მოეწყობა ა/ბეტონის საფარი, გვერდულები და სანიაღვრე არხები. პროექტის დასრულების შემდეგ გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.