• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

სოფელ ოდილაურში ბავშვთა გასართობი სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს

დღეს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა -მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე-გიორგი ბარათაშვილთან ერთად , კვახჭირის ადმინისტრაციულ ერთულში შემავალ სოფელ ოდილაურში, ბავშვთა გასართობი სკვერის მშენებლობა დაათვალიერა.
მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ოდილაურში 300 მ2 ფართობზე გასართობი სივრცე ეწყობა,სადაც დამონტაჟდება ბავშვთა ატრაქციონები,საქანელები,მაგიდა,სკამები,ნაგვის ურნები .
გასართობი სკვერის რეაბილიტაცია სოფლის მხარდამჭერი პროგრამებისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ოდილაურში სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ჯამში 70 000 ლარამდე დაიხარჯება.
#