• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

სოფელ ნახშირღელესა და სოფელ რუფოთში საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა

  საგზაო ინფრასტრუქტურის ორი  მშენებარე პროექტი დაათვალიერა დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა.მანუჩარ რობაქიძე , სოფელ ნახშირღელესა და სოფელ რუფოთში საუბნო გზების რეაბილიტაციის მონიტორინგზე , საკრებულოს თავჯდომარე-გიორგი ბარათაშვილთან ერთად იმყოფებოდა.ხელმძღვანელმა პირები,  შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და ვადების  გაცნობის მიზნით, საქმის მწარმოებლებს ადგილზე  გაესაუბრნენ.

   სოფელ  ნახშირღელეში ხორხის უბანთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. აღნიშნული გზის კეთილმოწყობის სამუშაოების  ღირებულება შეადგენს 292866 ლარს .პროექტის ფარგლებში მოეწყობა არმირებული ბეტონის საფარიანი საავტომობილო გზა 4000 2-ზე. სამუშაოებს ასრულებს შპს ,,გი-ან 2011". ადგილობრივებისთვის უმნიშვნელოვანესი საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ,განახლებული და მოწესრიგებული გზით  ასამდე ოჯახი ისარგებლებს.

ასევე რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს სოფ. რუფოთში ჭანკვეტაძეების  უბანთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულება შეადგენს 308542 ლარს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა არმირებული ბეტონის საფარიანი საავტომობილო გზა 4200 მ2-ზე. სამუშაოებს ასრულებს შპს ,,მეკა"

 

სამუშაო შეხვედრას  თერეჯოლის მერიის შესაბამისი სამსახურის  წარმომადგენლები,საკრებულოს დეპუტატები და სოფლებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

#